ჯანსაღი ცხოვრების წესი და ჯანმრთელობა
ვარჯიში არის ნებისმიერი ფიზიკური აქტივობა, რომელიც აძლიერებს ან
ინარჩუნებს ფიზიკურ იერს და მთლიან ჯანმთელობას.
იგი ტარდება სხვადასხვა მიზეზის გამო: კონცენტრაციის ზრდის და
გაძლიერების მიზნით, დაბერების თავიდან ასაცილებლად , კუნთებისა და
გულ-სისხლზარღვთა სისტემის განვითარებისთვის.
უნდა გვახსოვდეს, რომ ფიზიკური
აქტიურობა და
ვარჯიში პირველ
რიგში მდგრადი
ჯანმრთელობისთვისაა საჭირო
და მასზე
ზრუნვაც იქამდე
უნდა დავიწყოთ,
სანამ პრობლემები იჩენს თავს.
ფიზიკური აქტიურობა,
ვარჯიში, სწორი
კვება და
წონის კონტროლი
– დღესდღეისობით გავრცელებული მრავალი დაავადების პრევენციის საშუალებაა.
ამერიკის შეერთებულ შტატებში ჯანმრთელობის დაცვის საკითხებზე მომუშავავე სხვადასხვა ინსტიტუტები და ორგანიზაციები სისტემატიურად აქვეყნებენ ანგარიშებს, რომელთა მიხედვით გულ-სისხლძრღვთა დაავადებებს, სიმსივნეს, დიაბეტს, სასუნთქი სისტემის/ფილტვების დაავადებებს, ოსტეოპორზს, ოსტრეოართრიტს, ხერხემლის დაავადებებს სტატისტიკურად მოწინავე პოზიცია უკავიათ ავადმყოფობის და უუნარობის გამომწვევ მიზეზებს შორის და ხშირად ნაადრევ სიკვდილს იწვევევენ. ამ კვლევების მიხედვით, აღნიშნული დაავადებების მაღალი რიცხვი განპირობებულია ყოველდღიური ფიზიკური აქტიურობის დაბალი დონით, არასწორი კვებით, ჭარბი წონით სწრაფი კვების ობიექტებით.
სამწუხაროდ, სიბერეს გვერდს ვერ ავუვლით, თუმცა სავსებით
შესაძლებელია დაბერების პროცესის შეფერხება, თუ ამ საკითხს გონივრულად მიუდგებით და
სხვადასხვა მატივი მოძრაობების შესრულებას არ დავიზარებთ
საკმაოდ ბევრ ადამიანს უყვარს დილით ვარჯიში. დღის დასაწყისში
ფიზიკური აქტივობა ხომ ხელს უწყობს მათ გამოფხიზლებასა და ენერგიის მატებას. თუმცა,
დილით ვარჯიში ბევრად უფრო მეტია, ვიდრე ფიზიკური ენერგიის გაძლიერება. მას სასწაულებრივი
ეფექტი აქვს თქვენს ფსიქიკურ მდგომარეობაზეც – ვარჯიშის შემდეგ უფრო კონცენტრირებული
და პროდუქტიული ხდება ადამიანი
ვარჯიში ყველა ასაკში კარგია და ასაკი არაა მიზეზი,
რომ უარი თქვათ ყველა იმ სიკეთეზე რაც ვარჯიშს მოაქვს. პირიქით, ახლა უფრო მეტი მიზეზი
გაქვთ დაიწყოთ ვარჯიში. მთავარია სწორედ შეარჩიოთ რას გააკეთებთ და სწორი სტრატეგია
შეარჩიოთ. ყველაზე კარგია რა თქმა უნდა, თუ გაქვთ ვარჯიშის გამოცდილება და იცით მთავარი
პრინციპები, იცნობთ თქვენს ორგანიზმს, იცით როგორ უნდა დაიწყოთ, რას მიაქციოთ ყურადღება,
როგორ მიაღწიოთ პროგრესს, როგორ დაიცვათ თავი ტრავმებისაგან
Comments
Post a Comment